14:47 | 2021-09-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

რომელ პერიოდშია ორსულებში კოვიდი ყველაზე საშიში – ნახეთ, მეან-გინეკოლოგის განმარტება 

რომელ პერიოდშია ორსულებში კოვიდი ყველაზე საშიში – ნახეთ, მეან-გინეკოლოგის განმარტება 

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი ორსულებში კოვიდის მიმდინარეობის შესახებ საუბრობს.

 

როგორც პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, ორსულებში კოვიდის განვითარება ყველაზე მეტად მესამე ტრიმესტრშია საშიში.

 

„ორსულობის ბოლო ვადა, მესამე ტრიმესტრი არის განსაკუთრებით საყურადღებო იმიტომ, რომ  მიმდინარეობს უფრო რთულად ქალის ორსულობის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

Exclusive: ვინ არის ქართველი დამლაგებელი და მისი თანამზრახველი, რომლებმაც შეიხი გაძარცვეს
2021-09-13Exclusive: ვინ არის ქართველი დამლაგებელი და მისი თანამზრახველი, რომლებმაც შეიხი გაძარცვეს

 

ჯერჯერობით კვლევა არ არის ჩატარებული, რომ კოვიდმა ნაყოფის სიმახინჯე ან რაიმე მსგავსი გამოიწვიოს, თუმცა ვირუსი მოქმედებს ნაყოფის ჩამორჩენასა და ზრდა-განვითარებაზე, ნაადრევ მშობიარობაზე და ა.შ.

 

თვითონ დედას რაც შეეხება, ორსულობის პერიოდში გარკვეულ ორგანოებში მიმდინარეობს კიდევ უფრო მეტად გაზლეირებული ფუნქიცა, ეს იქნება სასუნთქ გზებთან დაკავშირებით თუ სისხლის შედედების ფაქტორებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ კოვიდი კიდევ უფრო მაღლა წევს ამ რისკებს. ჩანს ცალსახად, რომ ეს ფაქტორები ერთმანეთს ემატება. ამიტომ ვირუსის გართულებების რისკი მეტია ორსულობის მესამე ტრიმესტრში“,- ამბობს პაატა ჟორჟოლიანი.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X