
იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, თუ ქვეყანა პირბადის ტარების მაჩვენებლით 90-95%-ზე ავა, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.
„ასევე, თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ყველამ ეს უნდა გავითავისოთ, მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი – არა. ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე დამცველი საშუალებაა, მოდით გავითავისოთ! ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხია, რასაც ჰქვია პირბადის ტარება, ამდენს რომ ვამბობთ – იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე,“- განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















