00:42 | 2021-09-14 ავტორი: თამარ გონგაძე

რუსკა მაყაშვილმა, The Talk-ის ჩაწერისას, პატარა კატო გამოკვება (ვიდეო)

რუსკა მაყაშვილმა, The Talk-ის ჩაწერისას, პატარა კატო გამოკვება (ვიდეო)

სამშაბათს, 14 სექტემბერს, 22 საათზე, “რუსთავი 2”-ზე, CBS-ის ცნობილი შოუს – The Talk-ის ქართულ ანალოგს იხილავთ. უნდა გითხრათ, რომ 11 ემისა და 51 ნომინაციის მქონე შოუსთვის, წამყვანებს, არხი, მთელი ზაფხულის მანძილზე ეძებდა.

 

სინჯებზე მოდიოდნენ თქვენთვის კარგად ნაცნობი სახეები – მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები, ტელესახეები… აქტუალურ, მიმდინარე, საკამათო თემებზე საუბარი, ზოგს გამოსდიოდა, ზოგს – მეტნაკლებად.

 

საბოლოოდ კი ეს ხუთეული შეირჩა, მოულოდნელი, ახალგაზრდული, მოტივირებული და საინტერესო.

 

The Talk წამყვანები არიან: ნელი აგირბა, ნატა ასათიანი, რუსკა მაყაშვილი, სტეფანე და მარიამ სანოგო.

 

გაგიმხელთ, შოუს წამყვანობისთვის, რუსკა მაყაშვილს დიდი ხანია “აბამდნენ”. თავდაპირველად, მსახიობი ამ შოუში თავს ვერ ხედავდა. აი, რას ამბობს ის ახლა “პრაიმტაიმთან”.

 

2021-09-13"ელენის შოუს" წამყვანის ვინაობა ცნობილია - ნახეთ, მსახიობი ანა ჩირაძე ახალ ამპლუაში (ფოტოები ახალი იმიჯით)

 

რუსკა მაყაშვილი: – პირდაპირ ვამბობ, რომ The Talk-ის წამყვანობა არ მინდოდა. ამ შოუში ჩემს თავს ვერ ვხედავდი და ძალიან ვიტანჯებოდი. ერთხელ კიდევ რომ დამირეკეს, მოდი, ვსინჯოთო და ამ ხუთეულმა პილოტი ჩავწერეთ, უკვე მივხვდი, რომ კომფორტი შემექმნა, მომეწონენ ეს ადამიანები. ყველასთან ქიმიას ვგრძნობ. (სტეფანესთან ისედაც ვმეგობრობდი.)

 

არ ვამბობ, რომ სინჯებზე მოსულ სხვა ადამიანებთან ერთად ჯდომა არ მომწონდა, თუმცა ვაღიარებ, ვერ ვერგებოდი.

 

ამ ხუთეულში კი სხვა სიტუაცია შეიქმნა, უცებ ახლო მეგობრები გავხდით. პირველი გადაცემის ჩაწერისას დიდი სიამოვნება მივიღე.

 

შოუს ხვალ ვიწყებთ და პირველი თემა ქალზე ძალადობაა. ვსაუბრობთ ჩვენ-ჩვენი გამოცდილებიდან. რა უფლება მქონდა არ მომეყოლა ჩემ დაზე. ამიტომ მე ვსაუბრობ ნინუცაზე. ბევრი საინტერესო თემა გაიშალა.

 

ჯერჯერობით, ამ შოუში საკუთარი თავის ძიების პროცესში ვარ. თუმცა მიხარია, რომ ასეთ ადამიანებში მოვხვდი.

 

 

როგორც იცით, რუსკას სამი თვის გოგონა ჰყავს. საყვარელი კატოს ფოტოებს მსახიობი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში. პატარა ძუძუთი კვებაზეა და ის დედას, საკვებად, სამსახურში აკითხავს ხოლმე.

 

ამჯერად, კატო, The Talk-ის გადასაღებ მოედანზე დეიდამ მიიყვანა, რძე მიირთვა, შოუს ჩაწერას ცოტა ხნით უყურა და სახლში წავიდა.

 

რუსკა მაყაშვილი: – ასე მოდის ჩემს სამსახურში, მიირთმევს და მიდის. გაყინულ რძეს კი ვუტოვებ, მაგრამ თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ძუძუთი ვკვებო, ამ შანსს ხელიდან არ ვუშვებ. “ფრეშს” ვაჭმევ.

 

უფროსი ვაჟი, ილიაც მოჰყავდათ ჩემთან თეატრში და ვაჭმევდი. ახლა ასეა კატო.

 

მე მგონი ყველა ის ქალი, ვინც მუშაობს, მსგავსად იქცევა. ვინც ბუნებრივად კვებავს ბავშვს, მათთვის სამსახური დაბრკოლება არ უნდა იყოს.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X