
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, ამ საკითხზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში ის, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
მეუფე ნიკოლოზი: მე ბრალად მედება ბრალად სამშობლოს ღალატი და რუსეთის სახელმწიფოს ჯაშუშობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება უნდა დაიწყოს, დანარჩენი ასეთი ფორმით ბრალის წაყენება, ეს არის უზნეობა. ადამიანს, რომ ჰკითხო, არის თუ არა სამშობლოს მოღალატე, გიპასუხებს, რომ არა ვარ სამშობლოს მოღალატეო.
-უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ „მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ინფორმაციას აწვდიდა“. ამ საკითხზე თქვან მედიასთან განაცხადეთ, „ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანთან (ლოლიტა დანილინასთან) ვურთიერთობდი, სააკაშვილსაც გავაცანი“. რატომ დაგჭირდათ მისი სააკაშვილისთვის გაცნობა?
– მე არავისთან ურთიერთობას არ ვმალავ, თუ ჩემს ნაცნობებს შორის არიან კარგი ადამიანები, ვცდილობ ისინი ერთმანეთს გავაცნო. თუ ვინმე კარგი, საინტერესო ადამიანი მყავდა, ვცდილობდი საკაშვილისთვისაც გამეცნო, რომ უკეთესად წარემართა პროცესები. ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კარგ ადამიანებს ერთმანეთს ვაცნობ.
– რა იქნება თქვენი ნაბიჯი დღევანდელი მოვლენების შემდეგ?
-ჩემი ნაბიჯი იქნება შემდეგი ქადაგების მომზადება. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწოდებთ, ყოველ შაბათს მომისმინოთ, რას ვწერ.
-ფიქრობთ, რომ მართლაც ფარულად გისმენდნენ?
-მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ აქამდე მივიდოდა საქმე. მე ვფიქრობ, მთელი ეს ინფორმაცია „ფეიკნიუსია“, ანუ შეთხზულია. რა ვქნათ, ასეთ დროში ვცხოვრობთ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე






















