
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, „კოკა კოლას“ პრეზიდენტს, თემურ ჭყონიას შეხვდა.
„დავათვალიერეთ „კოკა-კოლას“ საწარმო. ვფიქრობ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდა. მადლობა მასპინძლობისთვის თემურ ჭყონიას. მართლაც სასიამოვნოა მსგავსი პროექტების განხორციელება, ეს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„კოკა-კოლას” პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს სტუმრობისთვის და ბიზნესის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. თბილისის მერს გავაცანით ჩვენი ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომლები და ა.შ. მადლობა მას ინტერესისთვის, რომელიც ჩვენი ბიზნესისადმი გამოხატა“,- თქვა ჭყონიამ.




























