
პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ტესტის ჩაბარება ევროპის ლაბორატორიაში გადაწყვიტა.
როგორც გახარიამ განაცხადა, ანალიზის პასუხი 2 კვირაში იქნება ცნობილი და ის საჯარო იქნება.
იმისთვის, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა სპეკულაციებისთვის, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, დავკარგავთ ერთ დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებ თმის ანალიზსს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ანალიზის პასუხი იქნება 2 კვირაში და პასუხი იქნება საჯარო”, – განაცხადა გიორგი გახარია.
ცნობისთვის, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ შარდის ანალიზი ჩააბარა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ნარკოტიკზე “სუფთაა”.
მანამდე, მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ასევე რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























