13:58 | 2021-09-14 ავტორი: Prime Time

The Lancet: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერი დოზის გამოყენება ჯერჯერობით საჭირო არ არის

The Lancet:  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერი დოზის გამოყენება ჯერჯერობით საჭირო არ არის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერი დოზის გამოყენება ჯერჯერობით საჭირო არ არის,- ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

„არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ დღესდღეობით კოვიდის ვაქცინების ბუსტერი დოზების გამოყენება საჭირო არ არის, რადგან ვაქცინა ვირუსის მძიმე დაავადებების წინააღმდეგ საკმარისად ეფექტურია“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდება, რომელიც იმუნური პასუხისგან თავის დაღწევას შეძლებს, უკეთესი იქნება სპეციალურად მოდიფიცირებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზის შექმნა, რომელიც ახალ ვარიანტებზე იქნება მორგებული.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X