
წლევანდელი წელი შოუბიზნესისთვის საკმაოდ მრავალფეროვანია. ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში პოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესიტივალი MTV Video Music Awards ოფიციალურად დაიხურა.
ღონისძიების მთავარი პრიზი პოპ შემსრულებელს, ლილ ნასს ერგო. ჯილდო ამერიკელმა რეპერმა ნომინაციაში „წლის საუკეთესო კლიპი” სიმღერით Montero: Call Me By Your Name” მოიპოვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ მისი შთამბეჭდავი ლუქი, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვარსკვლავი ცერემონიაზე ვერსაჩეს სამოსით მივიდა.

„წლის სიმღერად” ოლივია როდრიგოს Drivers License დასახელდა, „წლის დუეტის” კატეგორიაში კი გამარჯვება Doja Cat-სა და SZA-ს ერგოთ.
პრიზის გარეშე არც BTS დარჩა. სამხრეთ კორეულმა ბოი-ბენდმა „საუკეთესო ჯგუფის“ ტიტული მოიპოვა. მათმა სიმღერამ კი სახელწოდებით, Butter „საუკეთესო ზაფხულის სიმღერის“ სტატუსი დაიმსახურა.
ახლა კი მუსიკალური ფესტივალის გრანდიოზულ ლუქებსაც შევეხოთ. შეუძლებელიც კია არ ვახსენოთ, „პოპის დედოფლად” წოდებული მადონა ლუიზა ჩიკონე. ვარსკვლავის მოულოდნელმა გამოჩენამ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო, მისი სურათები კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. 63 წლის მომღერალი მშვენივრად გამოიყურება.

MTV Video Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთი განხილვადი წყვილი მეგან ფოქსი და მისი მეგობარი მამაკაცი რეპერი Machine Gun Kelly იყვნენ. მეგანმა დაჯილდოებისთვის „მუგლერის” გამჭირვალე კაბა და „ჩიმი” ჩუს დახვეწილი ფეხსაცმელები მოირგო.

მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გრანდიოზული ლუქით წარსდგა ჯასტინ ბიბერიც, რომელმაც balenciaga-ს სამოსი მოირგო და განსვახავებული ჩაცმულობით საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მან შოუ სიმღერით Stay გახსნა და „საუკეთესო არტისტის“ ტიტულიც მოიპოვა.

ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჯენიფერ ლოპესიც. 52 წლის მომღერლის ჩაცმულობაზე ქართველმა დიზაინერმა, დათო კომახიძემ იზრუნა.























