13:08 | 2021-09-14 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს” – ხაზარაძე გახარიაზე

“ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს” – ხაზარაძე გახარიაზე

“ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც, გახარია არის მშიშარა კაცი და სიმართლის თქმის ეშინია, ეშინია იმ სტრუქტურების, რომელსაც ხელმძღვანელობდა. გახარიამ ვითომ ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანა ჭაობშია”, – ასე ეხმაურება პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა და ტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

რომელ ვაქცინებში არ განიხილება ბუსტერის აუცილებლობა - ივანე ჩხაიძე დეტალებზე
2021-09-14რომელ ვაქცინებში არ განიხილება ბუსტერის აუცილებლობა - ივანე ჩხაიძე დეტალებზე

 

„გახარია არის მშიშარა კაცი და სიმართლის თქმის ეშინია, ეშინია იმ სტრუქტურების, რომელსაც ხელმძღვანელობდა. გახარიამ ვითომ ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანა ჭაობშია. ეს არის თვალთმაქცი ადამიანი, რომელიც თურმე დღეს გაემიჯნა სისტემის ნაწილს, რომელსაც იგი აშენებდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კეთილი ინებოს და იმ სტრუქტურაში აიღოს ანალიზი, ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

„გახარიას დღეს პრეტენზია აქვს, რომ გახდეს ქალაქის მერი და დებატებში იწვევს სხვადასხვა კანდიდატებს. მოვუწოდებ მას ნებისმიერ ტელევიზიაში გამოვიდეს, დამიჯდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელსაც ის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, კანონის დარღვევით ასრულებდა, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X