18:40 | 2021-09-14 ავტორი: Prime Time

თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს – დევი ტაბიძე

თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს – დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე ამბობს, რომ სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელია.

 

დევი ტაბიძის თქმით, აუცრელ პედაგოგსა და ლექტორს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეს.

 

„სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები.

 

ზაზა წერეთელი: საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა, ან აიცრა და გულში რეჩხი აქვს
2021-09-14ზაზა წერეთელი: საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა, ან აიცრა და გულში რეჩხი აქვს

 

თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მაგალითად, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა“ ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა ტაბიძემ.

 

ცნობისთვის, სკოლებში დისტანციური სწავლა ხვალდიან, 15 სექტემბრიდან იწყება.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X