14:42 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი: ფსბ-ს კონტროლირებადმა„ბილაინმა“ გახარიას პარტიას აბონენტების სია გადასცა – კომპანიამ საქართველოში 2007 წელს დაიწყო ოპერირება

სააკაშვილი: ფსბ-ს კონტროლირებადმა„ბილაინმა“ გახარიას პარტიას აბონენტების სია გადასცა – კომპანიამ საქართველოში 2007 წელს დაიწყო ოპერირება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კომპანია „ბილაინმა“ გიორგი გახარიას აბონენტების სია გადასცა.

 

„რუსულმა კომპანიამ, ბილაინმა, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

„აბანოში არ გადამიღონ“ - ვინ რას ამბობს და როგორ აფასებენ ფარული ჩანაწერების ახალ სკანდალს
2021-09-15„აბანოში არ გადამიღონ“ - ვინ რას ამბობს და როგორ აფასებენ ფარული ჩანაწერების ახალ სკანდალს

 

ცნობისთვის: რუსული კომპანია „ბილაინი“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შემოვიდა. კომპანიამ საკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირება 2007 წლის 15 მარტს დაიწყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X