16:56 | 2021-09-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მე ნამდვილად ვიცი, ვინ არის ამ წერილის ავტორი… – მეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე

მე ნამდვილად ვიცი, ვინ არის ამ წერილის ავტორი… – მეუფე ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფაჩუაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ წერილი, რომელიც საიტზე საიდუმლო მასალებთან ერთად აიტვირთა, ჯოჯოხეთიდან არის გამოზგავნილი.

 

„ეს არის ვარაუდი. მე ნამდვილად ვიცი, ვინ არის ამ წერილის ავტორი. ამ წერილის ავტორი ჯოჯეხეთიდან გვიგზავნის წერილს და ეს არის ეშმაკი. ვის დააწერინა თავისი ხელით, ეს ცალკე საკითხია. შეიძლება, სუსის თანამშრომელს დააწერინა.

 

მაგრამ მე ასულიერი თვალსაზრისით გეუბნებით. ერთი, რომ ეშმაკი გვარწმუნებს, რომ ის არ არსებობს და მეორე, წმინდა მამების ნათქვამია, რომ ბოლო დროის ყველაზე დიდი საცდური იქნება ტყუილი, რომელშიც იქნება 99% სიმართლე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

ნახეთ ვიდეო – რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X