16:42 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

ვინ არიან სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულები 

ვინ არიან სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულები 

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა.

 

ვერ მოვასწარით, ვერ გიშველეთ... ვერ გიყიდეთ ვერანაირი ფულით ...- ნუცას მეგობრები ემშვიდობებიან
2021-09-15ვერ მოვასწარით, ვერ გიშველეთ... ვერ გიყიდეთ ვერანაირი ფულით ...- ნუცას მეგობრები ემშვიდობებიან

შვილ ლილი ბაღათურიას ონკოავადმყოფი დედა ტაქსით საავდმყოფოში მიჰყავდა, რა დროსაც მათ სამტრედიაში მსუბუქი მანქანა დაეჯახათ.

თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში.​ ბაღათურიებს სენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ აქვთ.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X