
ბათუმელი ლამაზმანი, ნინიკო ნაცარაშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის ქართველი მსახიობის და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის საცოლე გახლდათ.
წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთად და არც საკუთარ გრძნობებს მალავდა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ და ამ ამბავმა ყველა შოკში ჩააგდო.
უკვე წელიწადზე მეტია, აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის თაობაზე, რომ ნინიკოს გული დაკავებულია და ეს ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, ზედმეტსახელად მინდია ლავასოღლიმ შეძლო.
როგორც „პრაიმტაიმს“ წყარო უყვება, მათ ნამდვილად აქვთ ურთიერთობა და ნინიკოს ახლახანს პორშეს მოდელის მანქანა აჩუქა. ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ნინიკოს პირადი დაცვა დაჰყვება და მათ გასაიდუმლოებულ ვითარებაში იქორწინეს.
„პრაიმტაიმმა“ ნინიკოს წერილობითი კითხვებით მიმართა, თუმცა ჯერჯერობით მას პასუხი არ გაუცია.
ასევე ნახეთ: გარჩევა ლავასოღლისა და ჯეირანს შორის


























