23:01 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

ტიკარაძე: აპრილის ბოლოდან ყოველდღიურად 50-ს, ან ასეულობით ინფიცირებულს ვვარაუდობთ

ტიკარაძე: აპრილის ბოლოდან ყოველდღიურად 50-ს, ან ასეულობით ინფიცირებულს ვვარაუდობთ

აპრილის ბოლოდან ყოველდღიურად 50-ს, ან რამდენიმე ასეულ ინფიცირებულს ვვარაუდობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„არის იმის მოლოდინი, რომ შეიძლება მოხდეს შიდა გავრცელების გაზრდა, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან და უკვე პიკს მაისის დასაწყისში ველოდებით.

 

ეს რამდენიმე ასეული პაციენტი  იქნება. თუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, სავარაუდოდ, ვფიქრობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლოდან, ეს იქნება 50 და რამდენიმე ასეული ყოველდღიურად,“- განაცხადა ტიკარაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X