
სავსებით რეალურია, რომ ფული „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„დაზუსტებით, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდით, ამის თქმა უკვე შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ პაციენტებს შორის რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადაცემა ფულით მოხდა. ვთქვათ, ხელოსანმა, რომელმაც ფული აიღო და ლომბარდის თანამშრომელმა, რომელმაც ლომბარდში ფული აიღო. ასე რომ, ეს გზა სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართვლოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















