
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ეხმაურება. მისი თქმით, კინოს შემქმნელებისგან მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან „მასობრივი დებილიზაცია ისედაც მაღალი ტემპით მიდის და ხელშეწყობა არ სჭირდება“.
„ეჭვი მაქვს დღეს ნონა გაფრინდაშვილის ლანძღვაც წავა და ქებ-დიდებაც. ჩემი აზრით, კარგია, რომ ვიღაც კინოინდუსტრიას უჩივის. იქნებ ამის მერე კინოშნიკები უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდნონ თემას, რომელზეც ფილმს იღებენ. მასობრივი დებილიზაცია ისედაც მაღალი ტემპით მიდის და ხელშეწყობა ნამდვილად არ სჭირდება.
აგერ სწორედ იგივე ნეტფლიქსზე Money Heist-ს ვუყურებ და ვიგებ, რომ თბილისის ბარებში თურმე რუსსკაია რულეტკას თამაშობენ. ტაში! (თუმცა, ვიცი, ზოგს უხარია მის ქვეყანაზე ცუდს რომ ამბობენ, მაშინაც კი როცა ეს ცუდი ტყუილია). ეჭვი მაქვს, ასეთივე სიბრძნეებს ვისმენთ სხვა ქვეყნებზეც. ნუ, სხვა თემაა ისტორიული სისულელეები, მაგალითად, სპარსელები რომ ველურები იყვნენ და ქსერქსე რომ ჰიპსტერს ჰგავდა. ჰო, სწორედ მასობრივი დებილიზაციის ერთ-ერთი შედეგია ანტივაქსერობა“, – აცხადებს შარაშენიძე.
ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის. 80 წლის დიდოსტატმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. საქმე ეხება მინისერიალ „დედოფლის გამბიტს“, სადაც ნახსენებია, რომ მთავარი პერსონაში, რომელიც ქალი მოჭადრაკეა მამაკაცებს არ დაპირსპირებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: ნიკა გვარამიას დაპირისპირება ქარელში ადგილობრივებთან, სადაც დაშავებული ოპერატორია მოთავსებული
- არცერთი წუთით არ ვუშვებთ, რომ ფატალური შედეგი, შეიძლება, დადგეს… – როგორია ლევან ვასაძის მდგომარეობა






















