11:30 | 2021-09-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

5 მილიონი დოლარი ინფორმაციის დამახინჯებისთვის და ეპიზოდის ამოჭრა სერიალიდან – რას ამბობდა „პრაიმტაიმთან“ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის შესახებ

5 მილიონი დოლარი ინფორმაციის დამახინჯებისთვის და ეპიზოდის ამოჭრა სერიალიდან – რას ამბობდა „პრაიმტაიმთან“ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის შესახებ

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ

„მე ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან, უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას - რა კავშირი ჰქონდა ნანა გეგეჭკორს გარდაცვლილ ბიჭთან
2021-09-17„მე ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან, უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას - რა კავშირი ჰქონდა ნანა გეგეჭკორს გარდაცვლილ ბიჭთან

 

კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”

 

გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი — 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან… ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია.“

 

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის მინი სერიალთან დაკავშირებით კომენტარი „პრაიმტაიმთან“ ჯერ კიდევ სერიალის პრემიერის დროს გააკეთა.

 

– ქალბატონო ნონა, თუ ნახეთ სერიალი?

 

– არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, არ ვიცი რამ გადარია ყველა.

 

– რა რეაქცია გქონდათ როცა გაიგეთ, რომ წარმატებულ სერიალში თქვენზე საუბრობდნენ?

 

– მე გამიკვირდა. ძირითადად რაც გავიგე ინფორმაცია არასწორადაა მიწოდებული.

 

– როგორ გამორჩათ ეს ნაწილი არ ვიცი, ყველამ იცის ამის შესახებ. მე, როგორც კი 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მიმიწვიეს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე სადაც კაცები თამაშობდნენ და მარტო მე ვიყავი ქალი.

 

– აპირებთ, რომ სერიალს უყუროთ?

 

– არ ვიცი, ამ ერთი ეპიზოდის გამო მთლიანი სერიალის ყურებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამან დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორ მოხდება არ ვიცი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X