12:49 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

„ბავშვობიდან აქ იზრდებოდა, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია“ – რას ამბობენ ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ახლობლები ​

„ბავშვობიდან აქ იზრდებოდა, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია“ – რას ამბობენ ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ახლობლები  ​

ამ წუთებში, თბილისში, მახარაძის ქუჩაზე 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან დაცხრილეს.

 

მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. „კურიერისთვის” ცნობილია სავარაუდო დამკვეთისა და ქილერის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მოტივი.

„მე ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან, უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას - რა კავშირი ჰქონდა ნანა გეგეჭკორს გარდაცვლილ ბიჭთან
2021-09-17„მე ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან, უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას - რა კავშირი ჰქონდა ნანა გეგეჭკორს გარდაცვლილ ბიჭთან

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით საქმე 20 წლის წინ მოკლულ ე.წ. კანონიერ ქურდს, დავით კაკულიას – მეტსახელად დათო “თბილისკის” და მისი შვილების შურისძიებას ეხება. შურისძიება კი, დაკავშირებულია მოკლული ახალგაზრდის მამასთან, რომელიც, ასევე, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია. სამართალდამცველებს მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავთ.

 

„კურიერი” გაესაუბრა ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ახლობლებს როგორც თბილისში, ისე წალენჯიხაში. გარდაცვლილის გარემოცვას მკვლელობის ვერსიაზე საუბარი უჭირთ.

 

„ოჯახს არავითარი ვერსია არ აქვს. მამის წარსულას არაფერი არ უკავშირდება. უნიჭიერესი ბავშვი იყო. ბავშვობიდან აქ იზრდებოდა. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X