
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის შვილი, გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ კომპანიას დაზარალებულები აღარ ჰყავს.
„მაიას გამოსვლას ველოდები ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ დაზარალებულები აღარ გვყავს, ახლა ისინი არიან მენაშენეები და ჰყავთ ახალი ინვესტორი. ჩვენი ვალდებულება მოვიხსენით და მიწები გადავეცით“, – ამბობს გუკა რჩეულიშვილი.
ცნობისთვის, მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დღეს დატოვა. „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის აპრილში გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!
ასევე დაგაინტერესებთ:






















