
საპატიმროს დატოვების შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ყველას, ვინც კომპანიის მიერ დაზარალდა, ბოდიში მოუხადა.
„პირველს ვიტყვი იმას, რომ ყველას უდიდეს ბოდიშს ვუხდი ყველა დაზარალებულს, ამდენხანს რომ დაგვიანდა. სწორედ ამ დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში. მეორე, უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა.
დარწმუნებული ვარ, რომ მერიის ზედამხედველობის ფარგლებში დამთავრდება ყველაფერი კარგად. დასამთავრებელია 5 დიდი ობიექტი, დანარჩენ ობიექტებზე კი დასამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს,”- განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:























