21:15 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

დღეს 10 წელია, რაც დაგვინგრიეს ბედნიერება… დაბადების დღეს გილოცავ – პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე

დღეს 10 წელია, რაც დაგვინგრიეს ბედნიერება… დაბადების დღეს გილოცავ – პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე

„დღეს 10 წელია, რაც დაგვინგრიეს ბედნიერება და დაგვირღვიეს ოჯახური იდილია“,- ამის შესახებ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
2021-09-17მეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

 

„10 წლის წინ ვერ მოვასწარი დაბადების დღის მოლოცვა შენთვის… ბოლო 10 წელი ჯოჯოხეთად მიქციეს ცხოვრება. 10 წელი უშენოდ და ყოველი წამი შენთან! გილოცავ დაბადების დღეს“, – წერს ნანა თეთრაძე.

 

ცნობისთვის, ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.

 

8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს დღეს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს.

 

„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!!!

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X