
მძიმე ბრალდებას, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს, კაკულიების ნათესავები უპასუხოდ ტოვებენ.
„კურიერი” თბილისში და წყნეთში, 20 წლის წინ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას სახლებში იმყოფებოდა.
ერთადერთი, ვინც 22 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის გავრცელებულ ვერსიას უარყოფს, კაკულიების ოჯახის მოძღვარია. ის ადასტურებს მამების – 2 კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიასა და დავით კაკულიას კონფლიქტს, თუმცა ამბობს, რომ დაპირისპირება შერიგებით მანამ დასრულდა, ვიდრე კაკულიას, იგივე “თბილისკის” მოსკოვში ააფეთქებდნენ. მამა ლევან ფირცხალაიშვილი კაკულიას შვილების მხრიდან კვარაცხელიას შვილზე მამის გამო ანგარიშსწორების ვერსიას გამორიცხავს.
ვინ მოკლა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას 22 წლის შვილი – გამოძიებამ მკვლელობის შემსრულებლის ვინაობა იცის.
მისი სახელი და გვარი ჩვენთვის ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით მის სახელს არ ვასახელებთ. დამნაშავის დასაკავებლად სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
მთავარი მტკიცებულება ქუჩის სათვალთვალო კამერის ჩანაწერია, სადაც ჩანს, როგორ ესვრის ნიკო კვარაცხელიას კეპითა და სამედიცინო პირბადით შენიღბული მამაკაცი.
რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია – მთავარ შეკითხვას სავარაუდოდ გამოძიება უპასუხებს, რომელიც რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!!!
ასევე დაგაინტერესებთ:























