23:59 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

პრემიერი 5 ივლისის საქმეზე: ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!

პრემიერი 5 ივლისის საქმეზე: ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!

ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

 

ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა
2021-09-17ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა

„ჩვენ  ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ სააკაშვილის ეპოქაში?! ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?! იმის გამო, რომ მორგოშიაა, კაკულია თუ ღარიბაშვილია, მაგის გამო დავსაჯოთ ეს ადამიანი?! ეს ხომ ანტიდემოკრატიულია?! ეს ხომ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს?! პროკურატურას აქვს გამოძიება, ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს, პოლიცია ჩართულია. 30 კაცზე მეტი დააკავა პოლიციამ. ვიხილავთ თუ არა უფრო მეტ დაკავებულს, ნამდვილად არ ვიცი. ამდენი საფიქრალი და საქმე მაქვს, თითოეულ გამოძიებას ესე არ მივყვები. გვყავს ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური ,ღირსეული კაცი, ვახტანგ გომელაური, ძალიან კვალიფიციური გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ იციან თავიანთი საქმე და მათ კომპეტენციაში მე არ ვერევი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X