
დღეს, როცა მსოფლიოში პანდემია მძინვარებს და ოჯახებში ახლობლების ავადმყოფობა ყოველდღიურობად არის ქცეული, ბევრისთვის საინტერესო იქნება პატრიარქის რჩევა – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ოჯახში ვიღაც ავად არის.
„ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება, ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზვანება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება.
ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისთვის იცლიდა, გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს.
როცა ოჯახში ავადმყოფი გყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისთვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ.
ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს. რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება, უდიდესი ძალა ავს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას.
ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მოგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა-კურთხევას, რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრი რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი“ – ამბობდა ილია მეორე.
ილია მეორის ეს რჩევა 1985 წელს არის გამოქვეყნებული.
ასევე დაგაინტერესებთ:






















