
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე). ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის მორეცხვის სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი სპეციალური ხსნარებისა და ტექნიკის საშუალებით ანახორციელებს.
მორეცხვის პროცესის ვიდეო „ბისნეს ონლაინი“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
🔵 დეზინფექცია თბილისის ქუჩებში
Gepostet von Business Online • ბიზნესი ონლაინ am Donnerstag, 2. April 2020
ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















