12:22 | 2021-09-18 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

არის თუ არა „კოკაინშიკი გახარია“ და ვინ დგას ფარული ჩანაწერების უკან – ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ვიცე-სპიკერთან

არის თუ არა „კოკაინშიკი გახარია“ და ვინ დგას ფარული ჩანაწერების უკან – ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ვიცე-სპიკერთან

გეგმევას თუ არა ქართული მხარე საქართველოს ყოფილი პრემიერის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას და არსებობს თუ არა შანსი, რომ ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ფარულ ჩანაწერებთან კავშირი დადასტურდეს, ამ და სხვა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმთან“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საუბრობს:

 

– ბაონო გია, ქვენ განაცხადე, რომ ყოფილი პრემიერ-მინისრი გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების გავრცელებასან კავშირშია, რაც საკმაოდ მძიმე სამარლებრივი ბრალდებაა. რა საფუძველი გაქვ, როცა ასე განცხადებას აკეებ?

 

-გიორგი გახარია პირველი პირი იყო, მას საკადრო პოლიტიკაცეზეც გავლენა ჰქონდა. აუცილებელი არ არის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გქონდეს დაგეგმილი, მაგრამ როდესაც აშკარად ხედავ, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ავანგარდში ჩადგა და გარკვეულწილად, მელიას დანამატად იქცა, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მან  პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ამ ყველაფრის განსახორციელებლად თავისი რესურსი გამოიყენა, ეს არის მოსაზრება, რასაც დადასტურება ან უარყოფა სჭირდება, ამას გამოძიება გააკეთებს.

 

– ფიქრობ, რომ ექსპრემიერი პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასან“ და კერძოდ, კი მიხეილ სააკაშვილან?

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი-გახარია საზღვარგარეთ ერთ სასტუმროში აღმოჩდნენ და რომ მათი განცხადებები თანხვედრაშია, ეს საკითხი კითხვის ნიშანსაც არ იწვევს. გახარია სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეა.  გახარია ყველა ნაბიჯს სააკაშვილთან ათანხმებს. მან სააკაშვილთან შეათანხმა ის, რომ თბილისის მერობისთვის ებრძოლა. უარესია, თუ თვითონ მოუვიდა აზრად, რომ მელიას არჩევნებში დახმარებოდა.

 

ქვენმა ერ-ერმა ანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერს „კოკაინშიკი გახარია“ უწოდა. ქვენც ფიქრობ, რომ ის ნარკოიკების მომხმარებლია?

 

– დიახ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. გახარია ავსტრიაში წავიდა და თმის ღერი ჩააბარა, რაც არ იძლევა იმ შედეგს, რასაც ბიოლოგიური მასალა. ამასთან, ძალიან საეჭვო იყო მისი გალაშქრება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე, რომელიც არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დაკვეთების შემსრულებლი, მისი საერთაშორისო ავტორიტეტი ურყევია. ამ ყველაფერიდან დასკვნსაც გამოიტანთ, ამ კაცმა ნარკოტესტს თავი აარიდა, რაც ძალიან საეჭვოა.

 

– საქარველოს ყოფილ პრეზიდენზე მიხეილ სააკაშვლზევ გკიხავ, ხომ არ განიხილავს ქართული მხარე მისი ექსრადირების საკიხს?

 

– საკმაოდ სამართლებრივი წინააღმდეგობა აქვს ამ თემას, ეს არის უკრაინის მოქალაქეობა. სააკაშვილის ექსრადირება ვერ განიხილება, რადგან მოქალაქეობა იცავს ექსტრადირებისგან, თუმცა ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება ვითარება.

 

როცა სააკაშვილის მამლაყინწურ განცხადებებს ვისმენ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმ წუთში მახსენდება, როგორ მიატოვა მან გორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ არა დაცვა, კიდევ უფრო შორს გაიქცეოდა, ეს არის რეალობა. იგი არის შემოქმედი სადისტური მართვის რეჟიმის. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ქმნიდა მეგის ქარდავასნაირ ტიპებს, ისინიც მისი მსხვერპლნი არიან.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X