
საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გახარიამ გუშინ დიდი ზარ-ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















