
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც უკრაინაში იყო დაკავებული, საქართველოს 17 სექტემბერს გადმოსცეს.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რა სამართლებრივი პროცედურები ვითარდება ქარდავას საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ:
„ის პირი, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი არის, განთავსდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შემდგომ საქმეები წარიმარება სასამართლოში. მას მიეცემა სამართლიანი სასამარლოს უფლებით სარგებლობის საშუალება. როცა დასრულდება საქმე მოიხდის სასჯელს, თუკი სასამართლომ დაადასტურა მისი ბრალეულობა კონკრეტული ქმედების ჩადენაში“,- განაცხადა ალაფიშვილმა.
ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.
პროკურატურის ცნობით, ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სულ ქარდავას წინააღმდეგ 11 საქმეა აღძრული.
ასევე დაგაინტერესებთ:






















