13:23 | 2021-09-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“ეს 28 წლის შემდეგ დამეწყო. მას შემდეგ, არც ერთი დაბადების დღე აღარ მიყვარს” – ნუკრი კაპანაძე

“ეს 28 წლის შემდეგ დამეწყო. მას შემდეგ, არც ერთი დაბადების დღე აღარ მიყვარს” – ნუკრი კაპანაძე

19 სექტემბერი ნუკრი კაპანაძის დაბადების დღეა. როგორც გვითხრა, 28 წლის შემდეგ, ასაკის მატება არ ახარებს.

 

ქართული სიმღერის სახასიათო შემსრულებლის იუბილე რომ ჰანგების გარეშე არ ჩაივლიდა, ეს ცხადია. მომღერალი მეგობრებმა აიძულებს, რომ სახლიდან გამოსულიყო და ეს დღე მათ გარემოცვაში გაეტარებინა.

 

ნუკრი კაპანაძე: – ზოგადად, ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს, ამის მიზეზი მაქვს და ეს სულ სხვა თემაა. მაგრამ მეგობარი რომ არ გასვენებს და გეუბნება, არა, მე შენთან ერთად მინდა ყოფნაო, როგორ შეიძლება, უარი უთხრა. ბედნიერს მხდის ის, რომ მეგობარს არ უნდა ამ დღეს დამტოვოს.

 

მოკლედ, მომაკითხეს მეგობრებმა და ამ დღის პირბადეებითა და რეგულაციების დაცვით აღნიშვნას გვერდი ვერ ავუარე.

 

„ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო, სიძედ!” - კოტე მგალობლიშვილი კოვიდის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
2021-09-18„ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო, სიძედ!” - კოტე მგალობლიშვილი კოვიდის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

 

წინასწარ არასდროს ვიცი, სად იქნება საყვარელი ადგილი, რომ შევარჩიო. დღეს ლისის ტბაზე აღმოჩნდა საყვარელი ადგილი, სადაც მორიდებით ვსხედვართ ერთმანეთისგან და რა თქმა უნდა, ისმის ქართული ჰანგები. ამის გარეშე როგორ შეიძლებოდა.

 

ძალიან საინტერესო მუსიკოსების გარემოცვაში გახლავართ, სადაც მე შემიძლია უცებ გავგიჟდე და გადავირიო. მე მყავს კოლეგა მეგობრები.

 

არ დაგიმალავთ და განვიცდი, როდესაც წლები მემატება. ეს 28 წლის შემდეგ დამეწყო. მას შემდეგ, არც ერთი დაბადების დღე აღარ მიყვარს.

 

ვგრძნობ, რომ მემატება წელი, რომელიც მაკლებს რაღაცას.

 

ფილოსოფიურად ვუყურებ. როდესაც ასაკში შედიხარ, ძალიან რთულია ფუნქციის შენარჩუნება. თუ იცოცხლე 85 წლამდე და ფუნქცია ისევ გაქვს, ხარ ბედნიერი. თუ ფუნქცია არ გაქვს, შეიძლება ახალგაზრდაც უბედური იყო.

 

მე მინდა ეს ფუნქცია მქონდეს. ვაკეთებდე რაღაცას და ჩემს ქმედებას აზრი ჰქონდეს… ჩემს საქმეში ყოფნა, კონცერტი, ახალი სიმღერაა ის, რაც მაბედნიერებს.

 

მინდა გითხრათ, პანდემიამ მაგრად მამუშავა. პანდემია ფიქრის პერიოდია. მე ფიქრი არც ისე მაკლია, მაგრამ ამ პერიოდში, კიდევ უფრო ბევრს ვფიქრობდი. დაფიქრება ყველაზე მაგარი რამეა. სიჩუმეში ხარშავ და იმ დროს იბადება ყველაფერი. სათქმელიც ამ დროს იბადება. თუ რა სათქმელი მაქვს ახლა, მოისმენთ ახალ სიმღერაში. არის ადგილი, სადაც ჩემი ახალი ნამუშევარი გაჟღერდება და ვისაც სურს, დაიტოვებს, ვისაც არა, გაუშვებს. დრო თავისას ტოვებს.

 

ეს პერიოდი ჩემთვის არის ფიქრი, სევდა და სევდაში დაბადებული სიხარული და მომავალი.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X