
მწერალი ტორესა მოსი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს, არ უნდა დავუშვათ, რომ მისი იდეა ფეედც-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით დაუსრულებელი დარჩეს.
მწერალი მზად არის Fეედც-ის გუნდს ყველანაირი საფასურის გარეშე დაეხმაროს, როგროც ეს მოსახერხებელი იქნება.
„გონებიდან არ ამომდის ნიკა კვარაცხელიას ამბავი, წავალ-წამოვალ და მეფიქრება. ჯოჯოხეთი და საშინელებაა, როცა ახალგაზრდა, მოტივირებულ, იდეებით ანთებულ ადამიანს, რომელსაც რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს არანაირ ორგანიზებულ დანაშაულთან, დღისით, მზისით, შუა ქალაქში კლავენ. ამ დროს კლავენ არა უბრალოდ ამ ერთ ადამიანს, არამედ კლავენ მომავლის, განვითარების, საკუთარი შრომით წარმატების მიღწევის იდეას. ის ტყვიები ნიკასთან ერთად მოხვდა საქართველოს მომავალს. არავინ იცის რას შეძლებდა მისი დაარსებული Fეედც-ი, ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო და ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიღაცას რომ არ ესროლა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ მიყვებიან ცხოვრებას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის ცხოვრებას უძღვნიან უკეთესი მომავლის იდეას. მე პირადად არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ის რაც მასზე მოვისმინე, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ასეთი ადამიანი იყო. და რამდენადაც ვიცი, როცა ასეთი ხარ, შენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანიც კია, რომ შენი იდეა, შენთან ერთად არ მოკვდეს.
არ ვიცი, რას აპირებს Fეედც-ის გუნდი, ურთულესი პერიოდის გავლა მოუწევთ და არავინ იცის შეძლებენ თუ არა ბოლომდე მიიყვანონ ის, რასაც ამ ბიჭმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მიუძღვნა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს მხარდაჭერა გამოვხატოთ. მე გადმოვწერე აპლიკაცია და ვაპირებ აქტიურად გამოვიყენო. ასევე მინდა ღიად და საჯაროდ შევთავაზო Fეედც-ის გუნდს ჩემი უნარებით უსასყიდლო დახმარება. თუ რამე შემიძლია მზად ვარ უსასყიდლოდ ვიმუშაო თქვენთვის.
არ იმსახურებდა ეს ბიჭი სიკვდილს, ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაცოცხლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არ დავუშვათ მისი იდეის სიკვდილი. თუ ჩვენ საზოგადოება ვართ, თუ რამე მომავალი გვაქვს საერთოდ, არ დავუშვებთ, რომ ასე მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ ნიკას მკვლელ შემზარავ ბნელ ძალებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ და ნამდვილი სიკვდილი მათ ელოდებათ ადრე თუ გვიან. სიკვდილი, რომელიც მათ უსარგებლო, ბოროტებით სავსე ცხოვრებას დავიწყების სამუდამო საფარველს გადააფარებს, ისე თითქოს არც უარსებიათ, ნიკას იდეები კი იცოცხლებს, არ მოკვდება, გადარჩება, ისევე როგორც ამ ქვეყნის მომავალი.
დააყენეთ Fეედც, მიცვალებულს ვერ გავაცოცხლებთ და ვერც ჩავანაცვლებთ, მაგრამ ყველას ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ უკეთესი მომავლის იდეა“,- წერს ტორესა მოსი.
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:























