
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა „დარჩი სახლშის“ მანდატის განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ fox35orlando ავრცელებს.
კანონის მიხედვით, მთელი შტატის მასშტაბით, მოქალაქეები უნდა დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ კანონში გათვალისწინებული გამონაკლისებით დაიშვებიან.
შესაძლებელია, რომ ძირითადმა საწარმოებმაც გააგრძელონ მუშაობა, თუ დადგენილ დისტანციას დაიცავენ თანამშრომლები.
განკარგულებით არ არის აკრძალული, აფთიაქში და საპროდუქტო მაღაზიებში სიარული, ასევე ცხოველების გასეირნება და მათი ვიზიტები ვეტერინართან. თუ დისტანციურად შეუძლებელია, მაშინ სამსახურში სიარული მისაღებია.
დაშვების სიაშია რელიგიურ მსახურებაზე დასწრებაც, თუ დაცულია კანონის შესაბამისად გათვალისწინებული დისტანცია.
ტაძრის კარი არ დაიხურება – სად და როგორ ილოცებს საქართველოს მრევლი აღდგომის დღესასწაულზე?
ამავე თემაზე ნახეთ:






















