
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
საქმე ეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლის ეფექტიანობა 5-11 წლის ასაკის ბავშვებშიც დადასტურდა.
„ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა, ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.
ფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანენ განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვის.
5 წლის ქვევით ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.
შეგახსენებთ ფაიზერი/ბიონტეკი სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე ნახეთ: “ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც ხართ აცრილები” – გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევებზე
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:























