
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი გადაცემაში The Talk შოუ, იხსენებს ისტორიას, რომელიც ჯერ არსად უთქვამს.
ის იხსენებს პერიოდს, რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან არასასიამოვნო და დამამცირებელი იყო.
„18 წლის ასაკში პირველად მოვხვდი ტელევიზიაში, ეს იყო ჩემთვის ოცნება. ძალიან კარგი უფროსობა შემხვდა, ძალიან კარგად დამარიგეს, არაჩვეულებრივი თანაწამყვანი დამხვდა, მაგრამ იყო ერთი პროდიუსერი, რომელსაც ჩვენი გადაცემის შეკვრა ევალებოდა.
ეს პროდიუსერი იყო ძალიან არასასიამოვნო პიროვნება. მახსოვს, რომ საღამოს მიმიყვანეს მე და ერთი თანაწამყვანი ამ ადამიანთან გასაუბრებაზე, რომელიც იყო თამამი და ამისთვის მზად ვიყავი. შევედი და დამხვდა ეს ადამიანი წამოყირავებული და მითხრა: შეხედე შენ როგორი გოგოა, შენ მზად ხარ ახლა იმისთვის, რომ ტელევიზია ნიშნავს სექსს?
ძალიან შემეშინდა, რადგან უფროსობას როდესაც ვესაუბრე, არ დამრჩენია ასეთი შთაბეჭდილება. საუბარი იყო ძალიან არასასიამოვნო და დამამცირებელი. მახსოვს, რომ თავი შევიკავე. არაფერზე ვუპასუხე და უბრალოდ ვუსმენდი… არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა… ის ოცნება, რაც მქონდა, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა“, – ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი.
გადაცემა სრულად ნახეთ ხვალ 22:00 საათზე The Talk შოუ-ში.
ცნობისთვის,The Talk შოუ საქართველოში პირველად 14 სექტემბერს გავიდა. „რუსთავი 2“-ზე, CBS-ის ცნობილი შოუს – The Talk-ის ქართულ ანალოგს ყოველ სამშაბათს იხილავთ.
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:























