
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსული ქალია. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„გვყავს ორი ორსული ქალბატონი, ერთი 22 კვირის, მეორე 8 კვირის. 22 კვირის ორსული შემოყვანილია რამდენიმე დღის წინ, ტარდება ყოველდღიურად მონიტორინგი. ამ ეტაპოამდე არც ნაყოფს და არც დედას, პათოლოგია არ უვლინდება.
რაც შეეხება გუშინ შემოყვანილ ქალბატონს, რომელიც არის 8 კვირის ორსული, არის 19 წლის და ფიქსირდება ტემპერატურა 37 – 37,4, გართულებას ადგილი არ ქონია
ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტი წევს. დადასტურებული შემთხვევა კოვიდ ინფექციისა გვაქვს 23. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, რომელიც არის მარნეულიდან, 62 წლის, მოხსნილია აპარატიდან.
რაც შეეხება მეორე ქალბატონს, რომელიც არის 80 წლის, მისი მდგომარეობა მინდა გითხრათ რომ მკვეთრდად გაუმჯობესებულია, გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვინტილაცია, ნერვოლოგიური სტატუსი აღდგენილია, შესაძლოა რამდენიმე დღეში მოიხსნას აპარატიდან.
მესამე ქალბატონი მარნეულიდან, 79 წლის მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა რჩება სტაბილური ვიტალური პარამეტრები
რაც შეეხება ახალშობილებს, 5ვეს მდგომარეობა სტაბილურია. ახალშობილი, რომელთანაც ეჭვი გვაქვს, რომ ქონდა კოვიდ ინფექცია, მოვიდა უარყოფითი პასუხი.“ – განაცხადა რატიანმა.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















