11:55 | 2021-09-21 ავტორი: Prime Time

მარნეულში დააკავეს ძმები, რომლებმაც მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და არხში გადააგდეს

მარნეულში დააკავეს ძმები, რომლებმაც მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და არხში გადააგდეს

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ძმები, რომლებმაც შურისძიების მოტივით ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს და არხში გადააგდეს.

 

სამართალდამცველებმა ძმები განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

 

მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მამაკაცი გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი პირადი შურისძიებაა.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შემთხვევის ადგილზე და შსს-ში არკვევს.

 

შსს დაკავების კადრებს ავრცელებს ⇓

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X