
ბერძენი სინოპტიკოსების პროგნოზი არასახარბიელოა. სპეციალისტების თქმით, ქვეყანას 21 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან „საშიში ქარიშხალი“ დაატყდება თავს. გარკვეულ ტერიტორიაზე წყალდიდობასაც ვარაუდობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
ამინდის გაუარესებას სინოპტიკოსები ხალკიდიკიში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, თესალიის აღმოსავლეთით და სამხრეთით, სპორადესზე და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევიაზე ვარაუდობენ.
აღნიშნულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია ძლიერი ქარიშხალი, მოსალოდნელია წყალდიდობა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















