
მიუხედავად დადასტურებული Covid 19 ვირუსის არსებობისა, ძალიან იოლ ფორმებში ჩაიარა ყველაფერმა, ეს ვირუსი არ არის სასიკვდილო 96 პროცენტი დაავადებულებისთვის, – ამის შესახებ ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ტენორი ბექა გოგინაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„მოკლედ, კარგი ამბავი ისაა რომ სიმპტომების გამოვლენიდან (და დასრულებიდანაც, რადგან მხოლოდ ერთი ღამით გაგრძელდა) ორი კვირა გავიდა დღეს. მიუხედავად დადასტურებული Covid 19 ვირუსის არსებობისა, ძალიან იოლ ფორმებში ჩაიარა ყველაფერმა. ექიმის (სატელეფონო) რჩევით შეგვიძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ.
ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, დავიცვათ ყველამ ჰიგიენა და ინსტრუქციები, რასაც თითქმის ყოველ დღე ყველა საინფორმაციო გადაცემა გადმოსცემს. თუ მაინც ვერ ავიცილებთ ვირუსთან პირისპირ შეყრას, პანიკის გარეშე გავუძლოთ ყველამ, რამდენიმედღიან შემოტევას (სიმპტომები უმეტესად ინდივიდუალური სახით ვლინდება) ეს ვირუსი არ არის სასიკვდილო 96 პროცენტი დაავადებულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – წერს ბექა გოგინაშვილი.
ამავე თემაზე:
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები























