14:14 | 2021-09-21 ავტორი: თამარ გონგაძე

„შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კაი საწოლი მაქვსო” – ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს

„შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კაი საწოლი მაქვსო” – ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს

11 ემისა და 51 ნომინაციის მფლობელი გადაცემის – The Talk შოუ-ს მეორე გადაცემას, “რუსთავი 2”-ის მაყურებელი, დღეს საღამოს იხილავს.

 

გადაცემა სექსუალური შევიწროების თემას ეხება. შოუს წამყვანებმა პირადი მაგალითებიც მოიყვანეს.

 

ნელი აგირბამ გაიხსენა ძველი ტრავმები, რომლებზეც აქამდე ხმამაღლა არ უსაუბრია.

 

ნელი აგირბა: – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელს მადებდნენ ფეხზე. ბოლოს შეიარაღებული დავდიოდი, სათლელი დანა დამქონდა და ასე დროს, ვშლიდი. ამაზე ხმა არასდროს ამომიღია, ამიტომ ეს მე დღემდე ცუდად მახსოვს.

 

ნუკი კოშკელიშვილი არასასიამოვნო და დამამცირებელ ურთიერთობას იხსენებს - გაიგე დღეს ის, რასაც ხვალ The Talk შოუ-დან მთელი საქართველო გაიგებს
2021-09-20ნუკი კოშკელიშვილი არასასიამოვნო და დამამცირებელ ურთიერთობას იხსენებს - გაიგე დღეს ის, რასაც ხვალ The Talk შოუ-დან მთელი საქართველო გაიგებს

 

ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე მისაუბრია. ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა, მითხრა: წამოდი, გაჩვენო სად ვცხოვრობოი და იქე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო.

 

ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე, რა უნდოდა. ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში.

 

დღემდე არაფერი მითქვამს და “იდი ნახუი” შენც და ყველას, ვინც ასე იქცევა.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X