
მარნეულში ძმებმა შურისძიების მოტივით 28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და არხში ჩააგდეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გაკოჭილი ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ძმები განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
გამოძიების ცნობით, ძმების მიერ ჩადენილ ქმედებას მათი მეგობარი შეესწრო, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ძმებს 7-დან 17 წლამდე, ხოლო მათ მეგობარს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























