
ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელია დღეს დაკრძალეს. როგორც ნინო ზაბახიძე სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა ბიჭის დაკრძალვის დღისთვის უკრაინიდან ცამოვიდა მისი მოძღვარი.
„მამა კონსტანტინი ნიკოს პირველი მოძღვარია რომელიც უკრაინიდან ჩამოფრინდა დღეს! მისთვის უნდა ვიგალობოო თქვა პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია! გული გამეგლიჯა, როცა გვითხრა, რომ მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედიო ისე კი ნამდვილად სასწაულია პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას! წავიდა ჩვენი მომავლის ბიჭი ნიკო“,- წერს ნინო ზამბახიძე.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















