
რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ჟურნალში ტელესახე სალომე გოგიაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ამბობდა, რომ „ცხოვრებაში წყალი არ დაულევია და არც გაუსინჯავს“. ჟურნალისტი აქვე ამბობდა, რომ შეუძლია ამაზე დაიფიცოს კიდეც. აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, შეიძლება ითქვას, კრიტიკულიც.
ამასთან დაკავშირებით, სალომე გოგიაშვილმა დამატებით განმარტა და თქვა, რომ წლის მიღების შემდეგ ინტოქსიკაცია ეწყება.
„გამოვიკვლიე და ჩემი ორგანიზმი წყალს არ ღებულობს, საშინელი ინტოქსიკაცია მეწყება. ამაზე ერთი ამბავი იყო, სტატია დაიდო, შემდეგ კომენტარებს გადავავლე თვალი და ყველა ძალიან მლანძღავდა. რატომ, არ ვიცი. მე არ ვსვამ წყალს, ვინმეს ხომ არ მოვუწოდებ, რომ არ დალიოს“, – ამბობს გოგიაშვილი.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















