
მან ითამაშა ასობით პორნოფილმში, გამოიმუშავა მილიონი წელიწადში და განიცდიდა თავისი ცხოვრებს წესს. შემდეგ კი მას შეხვდა. ეს არ არის ამბავი სასწაულებრივი ტრანსფორმაციის შესახებ, არამედ იმაზეა, თუ როგორ ერთვებიან გოგონები პორნო ბიზნესში და რამდენად შეუძლია მათი ტრამვირება ამ სფეროს.
34 წლის კრისტალ ბასეტი, ყოფილი პორნოვარსკვლავი ნიუ-იორკიდან, ახლა სამი შვილის ბედნიერი დედაა და … მქადაგებელი ბაპტისტური ეკლესიაში, სადაც ის მეუღლესთან, პასტორთან ერთად მსახურობს.

16 წლისა დაორსულდა პირველ ვაჟზე, ჯასტინზე. მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა და გულუბრყვილობისა, ჰქონდა მკაფიო ხედვა მარტოხელა დედის პერსპექტივის შესახებ, მშობლიურ ჩრდილოეთ კაროლინაში და სრულიად იმედგაცრუებული იყო. ბავშვის ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად, კრისტალი გაემგზავრა ჰოლივუდში, თავგადასავლების მაძიებელთა და კინოვარსკვლავთა შუაგულში.
დიდი ეკრანი, რა თქმა უნდა, არ ელოდა უცნობ გოგონას და მან დაიწყო საკუთარი თავისა და შვილისთვის ფულის შოვნა მოდელობითა და სტრიპტიზ კლუბში გამოსვლებით.
რამდენიმე წლის განმავლობაში ის არსებობდა ამ შემოსავლით, სანამ შემთხვევით არ შეხვდა პორნო რეჟისორს. მან შესთავაზა „მარტივი ფული“ და ისიც დათანხმდა.

„საშინელება იყო, ჩემი პირველი გადაღება მხოლოდ ორ საათს გაგრძელდა, შემდეგ კი ორი კვირის განმავლობაში გონზე მოსვლას მოვუნდი. ფიზიკურად მტკიოდა სხეული და საკუთარი თავის ზიზღით ვკანკალებდი“.
მას საკმაოდ დიდი ფული გადაუხადეს ამ დამცირებისთვის, ვიდრე ყოველ დღე შოულობდა. ამიტომ, კარიერის განმავლობაში მან ითამაშა 100 -ზე მეტ ფილმში, მაგრამ კრისტალის მთავარი შემოსავალი არ იყო გადაღება, არამედ პირადი წვეულებების გამართვა. მისი შემოსავალი წელიწადში იყო დაახლოებით 300 ათასი დოლარი იყო (ეს ბევრია შეერთებული შტატებისთვისაც კი) და მან იყიდა პატარა სასახლე.

ტკბილი ცხოვრება? არც ისე ძალიან. შემოსავლიდან, ალკოჰოლზე წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტს ხარჯავდა, რათა რაც შეიძლება დიდხანს არ გამოფხიზლებულიყო.
„ეს იყო რუტინული სამუშაო, 9-დან 5 საათამდე. ყოველდღე ვატარებდი ჩემს შვილს სკოლაში და მივდიოდი გადაღებებზე“.
2014 წელს, საშინელმა ავტოკატასტროფამ, რომელსაც ის ძლივს გადაურჩა, გამოაფხიზლა.
„მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ასე ცხოვრება და ეკლესიაში მოვედი. დიახ, მე შოკში ვიყავი, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდი, მაგრამ არ ვნანობ“.

ეკლესიაში ის შეხვდა 26 წლის პასტორს, რომელზეც იმავე წელს დაქორწინდა. ”პატიების შესახებ მისი ქადაგების ყოველი სიტყვა გამოძახილი იყო ჩემში. ვტიროდი, ვლოცულობდი და მივხვდი, რომ ვიპოვე ჩემი ხსნა“.
ყოფილი პორნომსახიობი და ახლა მღვდლის ცოლი, კრისტალი, სულ სხვა კუთხით უყურებს თავის ცხოვრებას. „ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი ბავშვობისდროინდელი სექსუალური ძალადობის შედეგი, რომელმაც მაიძულა, წავსულიყავი სტრიპტიზბარში, შემდეგ კი პორნომსახიობად. ბავშვობისას ბევრჯერ გამოვუყენებივარ სექსის ობიექტად. ახლა მე არა მხოლოდ ვიპოვე დაცვა და განკურნება ღვთისგან, არამედ გავიარე თერაპიის კურსი. ახლა ჩემთან ყველაფერი ნორმალურადაა“.
აღსანიშნავია, რომ კრისტალის მშობლებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი შვილზე, რადგან თავისი პროფესიით ის ლაქას სცხებდა ოჯახის რეპუტაციას. ორივე მშობელმა იცოდა, რომ მათი ქალიშვილი ბავშვობაში გააუპატიურეს, მაგრამ არც მამამ და არც დედამ არ შეიწუხეს თავი, რომ შვილისთვის ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ.






















