20:21 | 2021-09-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ არ ეთანხმება სუსის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარებას გია ხუხაშვილი

რატომ არ ეთანხმება სუსის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარებას გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სუსის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში დაბარებას არ ეთანხმება და ამას შემდეგნაირად განმარტავს:

 

„სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლება ასეთ მოსმენებზე დათანხმდება, ოღონდ დანიშნავს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ამით მოსმენების თემას „მიაყუჩებს“ და ჩახსნის წინასაარჩევნო დღის წესრიგიდან. ეს მათთვის დღეს მთავარი პრობლემაა.

 

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიქნებით სულ სხვა რეალობაში ერთადერთი საკითხით – შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრული პირობის შესრულება. ამ მწვავე პროცესში საპარლამენტო მოსმენების მოწყობა, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ იდგება, აბსოლუტურად გაუგებარი იქნება“, – ნათქვამია ხუხაშვილის ფეისბუკ-პოსტში.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X