
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს.
როგორ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, დღევანდელ დროში ახალგაზრდები სხვებზე ნიჭიერები და ინფორმირებულები არიან.
„ხალხო, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? – ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი„დრაივი“. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის.
მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, ნაღდად არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულად უნდა იაროთ და არა ვიღაც „ჭ“ კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და ისევ რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში მესმის. აბა თქვენ იცით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასლების კოპირება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში























