23:58 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

COVID-პანდემიის დასრულების ახალი თარიღი დასახელდა

COVID-პანდემიის დასრულების ახალი თარიღი დასახელდა

ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს ხელმძღვანელი, სტეფან ბანსელი COVID-პანდემიის დასრულების ახალ თარიღს ასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, COVID-პანდემია მომავალ წელს დასრულდება.

„თუ ბოლო 6 თვის მანძილზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების შესაძლებლობების დავაკვირდებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი წლის შუა რიცხვებში დედამიწაზე ყველა ადამიანის ასაცრელად საკმარისი დოზები გვექნება“,- ამბობს ბანსელი.

როგორც ბანსელი აცხადებს, დღეიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევაში, იმუნიტეტი ბუნებრივად განუვითარდებათ.

„თქვენ შეგიძლიათ აიცრათ და ზამთარი მშვიდად გაატაროთ. ან ავად გახდეთ და საავადმყოფოშიც კი მოხვდეთ”, – ამბობს ის.

 

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასლების კოპირება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X