
ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე. იგი გამომწერების კითხვებს ხშირად პასუხობს და საკუთარი ცხოვრების შესახებაც ყვება.
გვანცას შვილები ახლა სოფელში არიან წასულები, შესაბამისად ტელეწამყვანს გამომწერებთან ურთიერთობისთვის უფრო მეტი დრო რჩება.
ამჯერად გვანცა კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ ყველაფრით ძალიან გადაიღალა.

„ვიცი, სთორებში ვერ ვარ აქტიური, ეტყობა, გადავიღალე, ცოტა დავისტრესე კიდეც. ცუდ ამბავს ცუდი ამბავი მოჰყვება და არაფრის განწყობა აღარაა ზოგჯერ. მთელი წელი რომ გულისფანცქალით ელოდება ერეკლე, დღეს ის ბანაკი საბოლოოდ გაუქმდა. პანდემია ისევ მძვინვარებს. მინდა, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, ხალხი ყოველდღიურად არ ღატაკდებოდეს, მინდა, რომ სრულ უიმედობაში არ ჩავვარდეთ, მინდა, რომ ყველა გადავრჩეთ!
მინდა, რომ ქუჩაში ერთმანეთს არ სცემდნენ! მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იარონ ბანაკში, სკოლაში, ბაღში, მინდა, რომ შემერგოს მთელი წლის ნანატრი შვებულება, მინდა, რომ ყოველწუთიერად აღარ გვეფიქრებოდეს უხილავ მტერზე! მინდა, რომ სულ ვიღიმოდეთ! მემგონი, მინდა კი არა, აუცილებელია, რომ ვალერიანის წვეთები დავლიო, დავიძინო და ხვალ კარგ ხასიათზე გავიღვიძო!“ – წერს გვანცა დარასელია.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















