21:27 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

მელია: ნურავის ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს

მელია: ნურავის ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს

პატივია ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არის არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები, რომლებიც გამოიყენებენ ყველაზე შემზარავად ამორალურ სახეობას დანაშაულისას და ეს არის შანტაჟი და ფარული მიყურადება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

VIDEO: მართლა წლის ვიდეოა, ვგიჟდები მასზე - რა კადრებს აქვეყნებს ინგა გრიგოლია
2021-09-23VIDEO: მართლა წლის ვიდეოა, ვგიჟდები მასზე - რა კადრებს აქვეყნებს ინგა გრიგოლია

 

მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ.

 

„არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას. ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით და 2 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა.

 

ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოლქს გამოვიტანთ ხელუხლებელს და საქართველო და ქართველი ადამიანი იზეიმებს გამარჯვებას მოძალადეებზე.

 

2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ ყველანი ვწერთ ყველანი ისტორიას 2 ოქტომბერს. ვერც ერთი მოძალადე,  ვერც ერთი კრიმინალი, ვერც ერთი პროვოკატორი ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან“,- თქვა მელიამ.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X