
კორონავირუსი ყველა ორგანოზე ზემოქმედებს. ცნობილია, რომ უმეტესობა, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა, უჩივის უსიამოვნო სიმპტომებს და ზოგჯერ მძიმე ქრონიკულ დაავადებებსაც კი.
კერძოდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა მათ შორის, ვინც კორონავირუსი მძიმე ან შედარებით მძიმე ფორმით გადაიტანა. ექვსი თვის შემდეგ პაციენტთა ნახევარზე მეტმა აღმოაჩინა ახალი დაავადება: გულის და ფილტვის პრობლემები, რომლებიც აქამდე არ აწუხებდათ.
ავადმყოფთა დაახლოებით 85 პროცენტმა თქვა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან სრულად გამოჯანმრთელებულნი. სრული განკურნების შემდეგაც კი, მათ უვლინდებათ ე.წ. პოსტკოვიდური სიმპტომები.
გამოკითხვის მონაწილეთა თითქმის მეოთხედს აღენიშნებოდა ხველა, გულის პრობლემები და საჭიროებდა ჟანგბადის აპარატს სახლში გაწერის შემდეგ.
ბრიტანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბევრ ადამიანს განუვითარდა ეგრეთ წოდებული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი – პნევმონია, რომელიც ხელს უშლის სასიცოცხლო ორგანოების საკმარისი ჟანგბადით მომარაგებას. როგორც ექიმები განმარტავენ, ამ სინდრომისგან სიკვდილიანობა 30-40 პროცენტია.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























