
პარტია “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებილი, დაახლოებით, მარტი-აპრილიდან გახდა. მისივე თქმით, გახარიას კოკაინი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა.
“კალაძე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაღიზიანებულ და განერვიულებულ გიორგი გახარიას, ამაზე გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, გარემოცვამ ეს იცის. ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა მას პირველად კოკაინი და ამის შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა. კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით.
18 თებერვალს ხდება ეს ყველაფერი, სადღაც მარტი-აპრილიდან. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ? ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელია ნარკოტესტზე და ეს ტესტირება უამრავ ადამიანს აქვს გავლილი. მას შემდეგ, რაც გახარია წავიდა ვენაში და თითქოს ჩაიტარა ტესტი, ირკვევა ბევრი საინტერესო დეტალი. ერთი ის, რომ ერთადერთი ევროპული კლინიკაა მთელი ევროპის მასშტაბით, რომელსაც უკავშირდება კვლევასთან დაკავშირებული სკანდალი და ეს არის იუშენკოს ცნობილი სკანდალი. მეორე, რაც გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან აქვს მას ტესტი ჩაბარებული, რომელიც საერთოდ არ ატარებს ნარკოტესტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















